JEHOVAH'S WITNESSES OFFICE OF PUBLIC INFORMATION

პრეს–რელიზი
‎2004 წლის 22 დეკემბერი
(English; Russian)

Printer-friendly VersionPrintable Version

ბრბოს თავდასხმის მსხვერპლის ხუთწლიანი განსაცდელი დასრულდა

თბილისი, საქართველო: დასრულდა მირიან არაბიძის ხუთწლიანი განსაცდელი, რომელიც 1999 წელს საქართველოს დედაქალაქში, კერძოდ, გლდანის რაიონში, თაყვანისმცემლობისთვის შეკრებილ იეჰოვას მოწმეთა კრებაზე რელიგიური ექსტრემისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ბატონი არაბიძე, ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე, იმ რამდენიმე დაზარალებულს შორის იყო, რომლებიც სასტიკად სცემეს თავდასხმის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ის თავად იყო ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი, მოგვიანებით პასუხისგებაში იქნა მიცემული და მსჯავრი დაედო „ხულიგნობისთვის“, რადგან თავდასხმის დროს იქ იმყოფებოდა. საბოლოოდ, რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარე იურიდიული ბრძოლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაამართლა ბატონი არაბიძე. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ უნდა მოხდეს მისთვის მიყენებული მორალური ზიანისა და იურიდიული ხარჯების კომპენსირება დაახლოებით 600 აშშ დოლარის ოდენობით. კომპენსაცია გადახდილი იქნა 2004 წლის 18 ნოემბერს და ინფორმაცია რეაბილიტაციის შესახებ გამოქვეყნდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში. სევე, ბატონმა არაბიძემ ქალაქის პროკურატურიდან მიიღო წერილი მობოდიშების შესახებ.

ბატონი არაბიძის საქმიდან ჩანს, რომ საქართველოში იეჰოვას მოწმეების მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. მათ ახლა შეუძლიათ დაუბრკოლებლად ჩაატარონ თავიანთი მშვიდობიანი რელიგიური შეხვედრები და საჯარო მსახურება. ეს იმ მუდმივი შიშის სრული კონტრასტია, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში 1999 წლიდან 2003 წლამდე, როცა მათ მშვიდობიან რელიგიურ მსახურებას რელიგიურ ექსტრემისტთა მცირე ჯგუფის მხრიდან მუდმივად ემუქრებოდა თავდასხმის საფრთხე.

საქართველოს პროკურატურამ უარი განაცხადა, პასუხისგებაში მიეცა ბრბოს თავდასხმებში მონაწილე პირები. ამის გამო, 1999 წელს გლდანში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით იეჰოვას მოწმეებმა განაცხადი შეიტანეს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში. 2004 წლის 6 ივლისს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იეჰოვას მოწმეების განაცხადი დასაშვებია, ხოლო საქმის არსებითი განხილვის გადაწყვეტილება მოსალოდნელია მომდევნო თვეებში.

ადგილობრივი საკონტაქტო ტელ. +995 (93) 106-230 ინგა გელიაშვილი

 


Georgia
More on Georgia
Releases by Issue
Intolerance/Ill-treatment
Religious Freedom
View by Country
Armenia
Azerbaijan
Britain
Bulgaria
France
Georgia
Germany
Greece
Italy
Latvia
Romania
Russia